понедельник, 17 июля 2017 г.

დღე 9 დღეს ვაჯამებ ყველაფერს რაც ამ 9 დღის განმავლომაში მიკეთებია. ეტაპობრივად გავიარეთ პროექტებით სწავლების ეტაპები:სასწავლო პროექტის დაგეგმვა, კავშირები,სასწავლო ნიმუშის შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშები. განვახორციელეთ პრაქტიკული მანიპულაციები კომპიუტერზე, საინტერესო საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება და ტრენერის მიერ ყველა ინტერესი დაკმაყოფილებული იქნა. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერი ადვილი იყო ან ადვილად შესასრულებელია მომავალში მაგრამ ვეცდები. მადლობა
დღე 8
დღეს გავიგე როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით
დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევქმენით პორტფოლიო, ავტვირთეთ მასში შესაბამისი გვერდები. ასევე ყოველივე ეს ავტვირთეთ ბლოგზე და შევარჩიე დიზაინი. ყველაფერი კარგად გამოვიდა

пятница, 14 июля 2017 г.

დღე 7
დღეს გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტისა და ბლუმის სააზროვნო დონეების გამოყენებას მოსწავლეთა წარმატებისათვის დაგეგმვაში. დავიწყე ჩემს პროექტში გამოყენება, რომელსაც მივიყვან ბოლომდე. ასევე მივიღე დავალება სასწავლო პროცედურების მხრივ, რომელიც საკმაოდ რთულია მაგრამ ალბათ გამომივა

четверг, 13 июля 2017 г.

დღე 6
დღეს განვიხილეთ რამდენიმე საშინაო დავალება, მათ შორის ჩემი. განვახორციელეთ უკუკავშირი. გავითვალისწინე შენიშვნები და გავაკეთებ ჩასწორებებს დავალებაში. ასევე გავეცანი მოდულ 5. მოსწავლეთა პროექტების შეფასება. შევავსეთ შეფასების სქემები პროექტის შინაარსის გათვალისწინებით. გავეცანი ბიბლიოგრაფიას. უკვე ძირითადი ეტაპი გავლილია სირთულეები არის მაგრამ ადვილად შეიძლება გადავჭრათ ვინაიდან გარკვეული ცოდნა მივიღე

суббота, 8 июля 2017 г.

დღე-5
გავიარეთ კავშირები და სასწავლო ნიმუშის შექმნა. დეტალურად გავეცანი ამ მოდულებთან დაკავშირებულ აქტივობებს. მიზანი არის მოსწავლის თვალით დანახული  პრობლემა. დავალებად მივიღე სლაიდებით შესასრულებელი სამუშაო, რომელიც არის საკმაოდ რთული. შევეცდები თავი გავართვა. 
დღე 4(მოდული3,4)
დღეს გავეცანი შეფასების გეგმისა და შეფასების მოკლე მონახაზის სტრუქტურულ და შინაარსობრივ თავისებურებებს. ერთი შეხედვით რთული, მაგრამ გამომივიდა. დავაკვირდი, შევადარე, მოვნიშნე და სამომავლოდ გამოსაყენებლად ჩავინიშნე.

четверг, 29 июня 2017 г.

დღე-3
მე დავინახე მთელი სირთულე პროექტის შაბლონზე მუშაობის დროს, ამავე დროს საინტერესოდ მეჩვენება მუშაობა ტექნიკური თვალსაზრისით, რაც გაამარტივებს საქმეს. თუმცა ზოგი რამ  თითქოს ბუნდოვანია მაგრამ რამდენიმე მოსმენისა და პრაქტიკული განხორციელების შედეგად ზოგადი წარმოდგენა და შესაბამისად ცოდნა რჩება. ვნახოთ შემდეგი ნაბიჯები რას მომიტანს.